ალეკო ელისაშვილთან შეხვედრა გაიმართება
15 მარტს, 19:00 საათზე, მაღაზია „შაქრო ბაბუა“ ალეკო ელისაშვილს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შეხვედრა შეხვედრების ციკლის „საუბრები ისტორიაზე“ ფარგლებში გაიმართება.
ალეკო ელისაშვილი ისაუბრებს, რამდენად კრიტიკულად გვაქვს გააზრებული ჩვენი ისტორია და ზოგადად არის თუ არა საჭირო წარსულის კრიტიკულ პრიზმაში დანახვა. გვიშლიან თუ არა მყარად დამკვიდრებული მითები და სტერეოტიპები ისტორიის ადეკვატურ აღქმასა და შესწავლაში ხელს? ეხმარება თუ აფერხებს მითოლოგიზირებული ისტორია თანამედროვე პოლიტიკური კონტექსტის გააზრებას?