ავთო მახარაძესთან შეხვედრა გაიმართება

5 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე, მსახიობ ავთო მახარაძესთან შეხვედრა/მასტერკლასი გაიმართება.
როგორც „კვირას“ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიდან აცნობეს,  საღამო „შეხვედრები თეატრალურში” ციკლის ფარგლებში ჩატარდება. შეხვედრის ორგანიზატორია თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე.
სტუდენტებისთვის დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები