საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე მასშტაბური ეროვნული სტენდით წარდგება

განსაკუთრებული სტატუსის გამო, საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე წინა წლებთან შედარებით, ბევრად უფრო მასშტაბური ეროვნული სტენდით წარდგება.
როგორც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ როგორც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით საზღვარგარეთ გამოცემულ თარგმანებს, აგრეთვე ქართულ უახლეს გამოცემებს. ბაზრობის დღეებში ეროვნულ სტენდზე, ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ლიტერატურული ღონისძიებები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები