ტერეზა მეი: დიდი ბრიტანეთის მთავრობა მუდმივად მოუწოდებს პუტინს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარი გაიყვანოს

„დიდი ბრიტანეთის მთავრობა მუდმივად მოუწოდებს პუტინის ადმინისტრაციას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარი გაიყვანოს “, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტერეზა მეის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ერთ-ერთმა გამომსვლელმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი შეახსენა.
ერთ-ერთმა გამომსვლელმა ტერეზა მეის მოუწოდა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთხელ აღიაროს და რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა მოსთხოვოს.
ამის შესახებ ტერეზა მეიმ განაცხადა, – „მინდა დავადასტურო, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მუდმივად მოუწოდებს პუტინის ადმინისტრაციას, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ეს სხვადასხვა ფრონტზე ხდება და ეს ასეც გაგრძელდება“, – აღნიშნა ტერეზა მეიმ.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები