იენს სტოლტენბერგი: ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს რეალური პროგრესი აქვს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოსთან მიმართებაში Heritage International-ის ხელმძღვანელის ლუკ კოფის რეკომენდაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველო ნატო-ში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მე-5 მუხლის დროებით ამოქმედების გარეშე უნდა გაწევრიანდეს.

როგორც მან პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, არასწორი იქნება ამ თემით სპეკულაცია, თუ რა პირობით შეიძლება გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი. მისივე თქმით, ნატო აღიარებს, რომ მისკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს რეალური პროგრესი აქვს.

„ვფიქრობ, არასწორი იქნება დავიწყო სპეკულაციები თემაზე, თუ რა პირობით შეიძლება გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი.

მნიშვნელოვანია, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და ეხმარება რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში. ნატო საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ დონეზე დახმარებას უწევს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ წევრობისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს აქვს რეალური პროგრესი.

ამ პროგრესს საქართველომ მიაღწია რეფორმების გატარებით. რეფორმები ეხება როგორც თავდაცვის, ასევე სხვა სექტორებს.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას და დახმარებას. ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო იმყოფებოდა საქართველოში.

ასევე, მე მოვუწოდე ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, რომ მათ პრაქტიკულ დონეზე საქართველოს დახმარება გაზარდონ. მათ შორის, წვრთნისა და შეფასების ცენტრში, რომელიც ჩვენ ერთად გავხსენით საქართველოში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები