ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 14-15 მარტს ბაქოს ეწვევა, სადაც აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ახალი ფორმატი რეგიონალური კავშირების გაღრმავებას ითვალისწინებს და ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა  და სხვა.

აღნიშნული შეხვედრის შემდგომ ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე პირისპირ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანელ, თურქ და ირანელ კოლეგებთან.

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს “ნიზამი განჯავის” საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ბაქოს მე-6 გლობალურ ფორუმში – „ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ხარვეზების აღმოფხვრა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები