“რუსული პროპაგანდის მხრივ, საქართველო არ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორც მოლდოვა, უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები”

რუსული პროპაგანდის მხრივ, საქართველო არ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორც მოლდოვა, უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რადგან იქ რუსულენოვანი მოსახლეობა უფრო დიდია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა.

იან კელის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად გარკვეული თანხა გამოყო.

„ვფიქრობ, ყველა ევროატლანტიკური ქვეყანა და, რა თქმა უნდა, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, იბრძვის რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს შეასუსტოს ჩვენი სისტემა.

ჩვენ, აშშ-ში პროპაგანდასთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ვართ. საქართველო არ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორც მოლდოვა, უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რადგან იქ რუსულენოვანი მოსახლეობა უფრო დიდია. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა გამოყო გარკვეული თანხა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად. რაც შეეხება საქართველოს, დიახ, ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, რომ ეს ნეგატიური ტყუილები ჩანაცვლდეს პოზიტიური სიმართლით.

მიმაჩნია, რომ ძირითადი მიზანი, რასაც რუსული პროპაგანდა ემსახურება, არის ის, რომ ქართულ მოსახლეობას იმედი დააკარგვინოს და უარი ათქმევინოს ევროინტეგრაციაზე.

ვფიქრობ, ყველაზე ეფექტური ბრძოლა ამის წინააღმდეგ არის სტრატეგიული კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება, თუ რატომ არის სასიკეთო საქართველოსთვის ევროინტეგრაცია. ჩვენ გამოვუყავით გრანტი საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ განვითარდეს სტრატეგიული კომუნიკაცია“, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები