ზუგდიდში არასწრულწლოვნებს შორის დაწყებული ჩხუბი დაჭრით დასრულდა

მორიგი სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში. არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად ერთ-ერთი მათგანი ცივი იარაღით დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ჩხუბში 4 მოზარდი მონაწილეობდა. დაჭრილი ახალგაზრდა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას გულის არეში ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. მოსწავლეს ოპერაციისთვის ამზადებენ.

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისათვის, გუშინ, 13 მარტს, ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი პირი დაჭრეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე ფოთში დააკავეს.
იგი, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა. აღმოჩნდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები