დევიდ ლი: ვინც მომისმენს, მინდა ვურჩიო – ჩადეთ ინვესტიცია საქართველოში

„საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო კლიმატია და საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა ევროპიდან, – ამის შესახებ ვროპის ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი დევიდ ლი აცხადებს.

როგორც დევიდ ლიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამჟამად საქართველოში ინვესტიციები გაზრდილია, თუმცა საჭიროა მეტი.

„თუ ქვეყანას უნდა ეკონომიკის განვითარება, ეს შესაძლებელია მხოლოდ ინვესტიციების გაზრდით. საქართველოში დღეს გაზრდილია ინვესტიციები, მაგრამ საჭიროა მეტი. საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა ევროპიდან, მათ შორის ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის დახმარებით.
ევროპის ბიზნესასოციაციის სახელით მინდა ვთქვა, რომ საინვესტიციო კლიმატი საქართველოს ისტორიაში ამაზე უკეთესი არასდროს ყოფილა. ვინც მომისმენს, მინდა ვურჩიო – ჩადეთ ინვესტიცია საქართველოში, ეს საუკეთესო დროა“, – განუცხადა ჟურნალისტებს დევიდ ლიმ.
საქსტატის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 2017 წელს 16 პროცენტით გაიზარდა და 1,861 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები