თამარ ხულორდავა კრისტი მორდჰოსტს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს, კრისტი მორდჰოსტს შეხვდა.

თამარ ხულორდავამ სტუმარს, კომიტეტის ძირითადი პრიორიტეტები და საქმიანობა გააცნო. ასევე, წარუდგინა კომიტეტის სამოქმედო გეგმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. მათ შორის, როგორც საკანონმდებლო, ისე საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მნიშვნელობაზე. თამარ ხულორდავამ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების როლს საქართველოს განვითარებაში და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

კრისტი მორდჰოსტმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მყარი მხარდაჭერა გამოხატა და ინტერესი გამოთქვა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში კომიტეტის საქმიანობის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები