იან კელი: საქართველომ წარმატებული რეფორმების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მომხმარებლების შეკითხვებს უპასუხა.

მან ყურადღება საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ბიზნესგარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. მისივე თქმით, აღმოიფხვრა კორუფცია და მოიხსნა ბარიერები.

ელჩი თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს არმია შედარებით მცირე ზომის, მაგრამ ძალიან ეფექტიანია.

„საქართველომ ასევე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ეს იყო ბიზნესის კეთების გამარტივება ქვეყანაში, ბარიერების მოხნა, კორუფციის აღმოფხვრა, სწორედ ამიტომ იყო, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველომ მე-9 ადგილზე გადაინაცვლა ბიზნესის კეთების კუთხით.

ყველას ვერ ჩამოვთვლი, თუმცა გამოვყოფდი თავდაცვის სფეროსაც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არმია შედარებით მცირე ზომისაა, ძალიან ეფექტიანია. ვაფასებთ საქართველოს წვლილს საერთაშორისო მისიებში და როდესაც ვესაუბრები კოლეგებს ევროკავშირში, ნატო-ში, ისინი ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ არიან“, – განაცხადა იან კელიმ.

როგორც მან აღნიშნა, ის პოლიტიკური ნება, რაც სასამართლო სისტემაში არსებობს, მისასალმებელია.

„რაც შეეხება იმას, თუ რა უშლის ხელს, ეს არის სასამართლო რეფორმის, ასე ვთქვათ, ნელი ტემპი. ის პოლიტიკური ნება, რაც არსებობს სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ რეფორმების გატარებისა, ნამდვილად მისასალმებელია“, – განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, რომ 33-წლიანი მსახურების შემდეგ, ელჩი კელი დიპლომატიურ კარიერას ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები