მირზა ფათალი ახუნდოვის ხსოვნის საღამო გაიმართება

10 მარტს შესრულდა 140 წელი დიდი აზერბაიჯანელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მირზა ფათალი ახუნდოვის გარდაცვალებიდან.
მირზა ფათალი ახუნდოვი დიდხანს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში, აქვე გარდაიცვალა. ის ითვლება აზერბაიჯანული დრამატურგიისა და ლიტერატურული კრიტიკის ფუძემდებლად. მისმა საგანმანათლებლო იდეებმა დიდი გავლენა იქონია აზერბაიჯანელი ერის განვითარებაზე.
,,კავკასიური სახლი“ ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, 15 მარტს, 18 საათზე, პროექტ ,,კულტურის კალენდრის“ ფარგლებში, გამართავს მირზა ფათალი ახუნდოვის ხსოვნის საღამოს.
მომხსენებელი: ოქტაი ქაზუმოვი;  მოდერატორი: გიორგი ლობჟანიძე.
მისამართი: ,,კავკასიური სახლი“, გალაკტიონის №20 (თავისუფლების მოედანთან).
საღამო ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები