მიხეილ ჯანელიძე: ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის ქმედებები სრულიად უპასუხისმგებლო იყო

ვფიქრობ, ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის ქმედებები სრულიად უპასუხისმგებლო იყო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს ერთიანი, როდესაც საკითხი ეხება კონფლიქტის დარეგულირებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ისეთ მძიმე ფაქტებს, როგორიცაა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა.

„მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის, ოპოზიციისა და საერთო მიდგომა იყოს ცალსახა, როდესაც საკითხი ეხება კონფლიქტის დარეგულირებას, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სუვერენიტეტის განმტკიცებას, ისეთ მძიმე ფაქტებს, როგორიც არის ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა და ა.შ. მაგრამ, დაველოდოთ, რა რესურსს გამოძებნის ოპოზიცია იმისათვის, რომ იყოს შესაბამისი იმ საჭიროებებთან, რომელიც დღეს უდგას ჩვენს ქვეყანას.
ვფიქრობ, უმრავლესობა აწარმოებს მოლაპარაკებებს პრინციპების შესაბამისად და რეზოლუციაც, რაც ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს ნანახი, არის ძალიან პრინციპული, ძალიან კონკრეტული და მოიცავს ძალიან ბევრს ასპექტს, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით პოზიციის დასაფიქსირებლად, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის პარლამენტის და პოლიტიკური სპექტრის ხმის მისაწვდენად“, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
კითხვაზე, თავად უჭერს თუ არა მხარს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის რეზოლუციის ტექსტში ასახვას, ჯანელიძემ შემდეგნაირად უპასუხა.
„რეზოლუციაში ბევრი ასპექტია, რომელზეც საჭიროა მსჯელობა, მათ შორის სამართლებრივი და პოლიტიკურიც და ვნახოთ რა იქნება, დებატების საბოლოო შედეგი“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები