თსუ-ს პირველ კორპუსში ზაქარია ფალიაშვილის საღამო ჩატარდება

21 მარტს, 18:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში  ზაქარია ფალიაშვილის საღამო ჩატარდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, აღნიშნული საღამოსთვის ანსამბლი „ერისიონი“ სპეციალურად დადგმული „დაისით“ წარდგება მაყურებლის წინაშე.
საღამოს დაესწრება ზაქარია ფალიაშვილის ოჯახის წევრი თამარ ჩხეიძე, რომელიც ისაუბრებს ფალიაშვილის და ივანე ჯავახიშვილის ურთიერთობაზე.
მოწვეული სტუმრები არიან: კახა ცაბაძე, ელდარ გეწაძე, თამარ წულუკიძე, თემურ გუგუშვილი, გიორგი წამალაშვილი,
საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ინსტრუმენტული ტრიო  (ქეთევან თავშავაძე,  მაია ჯინჭველაშვილი,
ია ბახტაძე).
საღამოზე ნაჩვენები იქნება კადრები ფილმიდან – „რისთვის მიყვარხარ“ და ასევე კადრები ცნობილი ოპერებიდან.
საღამო თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები