მხატვართა კავშირის გალერეაში დავით კვაჭაძის ფოტოგამოფენა გაიხსნება

17 მარტს, 16:00 საათზე,  საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეა „ოპიზარი“ დავით კვაჭაძის ფოტოგამოფენას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წარმოდგენილი იქნება მისი შავ-თეთრი ფოტონამუშევრები. გამოჩენილმა მოკრივემ უკვე წლებია, რაც ფოტოგრაფიაში გადაინაცვლა და აქაც გამორჩეულად დაიმკვიდრა თავი.
გამოფენა 24 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: კალისტრატე ქუთათელაძის, 6. მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები