ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგსი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგსი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.

როგორც ფიზიკოსის ოჯახის წევრები აცხადებენ, ის კემბრიჯში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

22 წლის ასაკში სტივენ ჰოკინგს იშვიათი ფორმის დაავადება აღმოაჩნდა, დიაგნოზის მიხედვით, მას რამდენიმე წელი უნდა ეცოცხლა, დაავადების შედეგად ჰოკინგს ეტლის გარეშე გადაადგილება არ შეეძლო, ამასთან, საუბრის დროს, ის ხმის სინთეზატორს იყენებდა.

„ის იყო დიდი მეცნიერი და არაჩვეულებრვი ადამიანი, რომლის შრომა და მემკვიდრეობა მრავალი წლის მანძილზე იარსებებს“, – განაცხადეს ფიზიკოსის შვილებმა.

ბრიტანელი ფიზიკოსი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, როგორიცაა: „გრავიტაციის 300 წელი“, “შავი ხვრელები”, “ახალგაზრდა სამყარო“ და სხვა…
სამეცნიერო ნაშრომების გარდა, სტივენ ჰოკინგსი წიგნების ავტორიცაა, -„ყველაფრის თეორია“ და „დროის მოკლე ისტორია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები