რატი წითელაძის ფილმი – „სოციუმის პატიმარი“ ევროპული კინოაკადემიის ნომინანტი გახდა

რატი წითელაძემ ევროპული კინოაკადემიის ნომინაციაში გაიმარჯვა. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ჯილდოსთვის მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმით „სოციუმის პატიმარი” იბრძოლებს.
თავად რეჟისორმა ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ევროპული კინოაკადემიის ნომინაცია! ეს არის ენით აუღწერელი სიხარული! დოკუმენტური ფილმი, რომელიც ბიუჯეტის გარეშე გადავიღეთ, 2018 წლის European Film Academy-ის ნომინანტი გახდა.
“სოციუმის პატიმარი” ასევე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან Tampere Film Festival-ზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის გამარჯვებული გახდა.
ფილმი მოგვითხრობს ერთი პატარა ოჯახის ამბავს, რომლის ერთობაც დიდი გამოწვევის წინაშე დგას… ეს არის ფილმი თავისუფლების წყურვილზე, აუხდენელ ოცნებებზე და მომავალზე, რომელიც გაურკვეველია“, – წერს რატი წითელაძე.

რეჟისორი / პროდიუსერი: რატი წითელაძე; პროდიუსერი: ნინო ვარსიმაშვილი; ადელინა პოლინას მონაწილეობით.
კოპროდიუსერი: Thom Palmen; საპროდიუსერო კომპანია: ArtWay Film.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები