რუსთაველის გამზირზე, ყოფილ „ოფიცერთა სახლში“, ძმებ ზდანევიჩების ისტორიული პანო განადგურებულია

  პანო, რომელიც პოლონელ მხატვრებს ძმებ ზდანევიჩებს ეკუთვნოდათ და თბილისში, ყოფილ „ოფიცერთა სახლში,“ სავაჭრო ობიექტის სარდაფში მდებარეობდა, სრულიად განადგურებულია, – ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ.
სარდაფი სპეციალისტებმა უკვე დაათვალიერეს. რესტავრატორ სანდრო რუბაშვილის თქმით, სრულიად წაშლილია და აღდგენას არ ექვემდებარება 20 კვ.მ. ფართობის კედელი, რომელზეც ისტორიული პანო იყო განთავსებული.
1 tv.ge-ს ინფორმაციით, ფაქტზე პირველადი რეაგირება ზედამხედველობის სააგენტომ მოახდინა, რომელიც, სავარაუდოდ, მომხდარზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. კვლევის პროექტი ორი წლის წინ მომზადდა.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ადასტურებს, რომ ძეგლი ამ დროისთვის სრულიად განადგურებულია,  მომხდარს ვანდალურს უწოდებს და აცხადებს, რომ ფაქტი დაუსჯელი არ დარჩება. მისივე თქმით, უწყება სამართალდამცავ ორგანოებს დღესვე მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები