გამოფენა: „ალექსანდრე ყაზბეგი – სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი“ გაიხსნება

14 მარტს, 17:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში, ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 170 და გარდაცვალებიდან 125 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა – „ალექსანდრე ყაზბეგი – სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოიფინება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში, სტეფანწმინდის ისტორიის მუზეუმში, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტოები, გრაფიკული ნამუშევრები, მემორიალური ნივთები, ხელნაწერები და მწერლის სიცოცხლეში გამოცემული წიგნები.
გაიმართება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გამოცემების პრეზენტაცია:
„სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი – ალექსანდრე ყაზბეგი“; „კავკასიის კარი“; „სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის კოლექციები“.
გამოფენა  14 აპრილამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები