კონსტანტინე გამსახურდია: რუსეთთან დიალოგის მიზანი, ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა იყოს

პარტია „თავისუფლების“ თავმჯდომარემ, კონსტანტინე გამსახურდიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კირიკაშვილის განცხადება შეაფასა, რომელიც შექმნილი რთული სიტუაციიდან გამომდინარე რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ ვითარების დასაძლევად ნაბიჯების გადადგმა ერთობლივად მოხდეს.
გამსახურდიას თქმით, კულუარული მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის, ზვიად გამსახურდიას დროიდან დღემდე მიმდინარეობს. როგორ მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რუსეთთან დიალოგის დროს მხოლოდ ერთი მიზანი, ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა იყოს.
“კვირიკაშვილი გამოთქვამს მზადყოფნას პირდაპირ დიალოგზე აფხაზურ და ოსურ მხარეებთან, მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება ცოტა უცნაურიცაა. პირდაპირი დიალოგი ჟენევის ფორმატში ისედაც მიმდინარეობს. მეორეც, თუ ჩვენ ყურადღებით წავიკითხავთ რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების პასუხს იქ ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ სავალდებულო მაქსიმას, რომ უნდა ველაპარაკოთ სეპარატისტულ ხელისუფლებებს. თუმცა, კულუარული მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის, ზვიად გამსახურდიას დროიდან დღემდე ყოველთვის მიმდინარეობდა. სხვა საკითხია რა შედეგი მოჰქონდა ამას. როდესაც საქართველო და რუსეთი სხდებიან მოსალაპარაკებლად აქ უნდა იყოს მხოლოდ ერთი მიზანი, დეოკუპაცია ამ ტერიტორიების. ანუ ქართული მხრის მთავარი და მკაფიო მიზანი ეს უნდა იყოს. რუსეთი არ ცნობს სხვა ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესს და ესაა, რაც პრობლემას ართულებს”, – აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები