„სტუდია რე“ 21 შემოქმედი ქალის ნამუშევრების გამოფენას -„მARTი“ უმასპინძლებს

16-17 მარტს „სტუდია რე“ საგაზაფხულო გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა, სახელწოდებით „მARTი“, რომელიც 21 შემოქმედი ქალის ნამუშევრებს აერთიანებს, 16 მარტს, 18:00 საათზე გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს,  ხელოვანი ქალები საკუთარ ლექსებსაც წაიკითხავენ.
გამოფენა დაინტერესებულ დამთვალიერებს 17 მარტს 11:00 საათიდან ელოდება. 17:00 საათზე ნაჩვენები იქნება რუსუდან ჭყონიას ქართული მხატვრული ფილმი „Keep Smiling ანუ გაიღიმეთ“. ფილმის შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც  ფილმის რეჟისორი დაესწრება.
გამოფენის მიზანია ხელოვანი ქალების ხელშეწყობა.

გამოფენაში მონაწილეობენ:

მაია სიხარულიძე
ეთი ქორბუდიანი
ეთო თედიაშვილი
ქეთი ბასარია
ქეთა დიდიშვილი
ხათუნა პოპიაშვილი
ნათია გელაშვილი
ანი ქარჩავა
ნათია დოლიძე
ინგა გაბაშვილი
მარიკა სუპატაშვილი
მედეა იმერლიშვილი
ქეთი კახიძე
ქეთი ბასილაშვილი
სოფია დოლიძე
ეკატერინე გეგუჩაძე
სოფო პეპანაშვილი
რუსიკო მეტრეველი
ლელა ტაბლიაშვილი
ნინო გურჯიშვილი
მაია თენეიშვილი
ბარბარე მიქიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები