ეროვნულ ბიბლიოთეკაში გივი ვაშაკიძის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების გამოფენა გაიხსნება

19 მარტს, 18:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, გივი ვაშაკიძის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ მხატვარმა განუცხადა, „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზე მუშაობა წლების წინ დაიწყო, როცა გამოფენა შოთა რუსთაველის 800 წლისთავს მიეძღვნა.
„ჩემი შექმნილი ილუსტრაციები გამოფენაზე გავიტანე. „საბჭოთა ხელოვნების“ რედაქტორს, ოთარ ეგაძეს მოეწონა ნამუშევრები და  “საბჭოთა ხელოვნებაში” დაბეჭდა. მუშაობა განვაგრძე. მაშინ ჯანმრთელი მხედველობა მქონდა და შედარებით ახალგაზრდაც ვიყავი. დაახლოებით 80 ილუსტრაცია შევქმენი. ცხადია, ყველა ერთი დონის არ არის. მათ შორის, შეიძლება, კაცმა 50 ამოარჩიოს, რომელიც ღირსეულია“.
მხატვრის რამდენიმე ილუსტრაცია თავის დროზე ჟურნალმა „ომეგამაც“ დაბეჭდა.
სამწუხაროდ, მხატვარი მხედველობის დაქვეითების გამო ვეღარ მუშაობს. 19 მარტს დამთვალიერებელი კიდევ ერთხელ იხილავს გივი ვაშაკიძის „ვეფხისტყაოსნის“ აბსტრაქტულ ორიგინალურ ნამუშევრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები