ქართველი მხატვრების რეპროდუქციების გამოფენა – გაყიდვა გაიმართება

13 მარტს წიგნის სახლი ბახტრიონზე უმასპინძლებს ხუთი თანამედროვე და სრულიად განსხვავებული სტილისტიკის მქონე ქართველი მხატვრის რეპროდუქციების გამოფენა-გაყიდვას.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოიფინება: მერაბ აბრამიშვილის, პეტრე ოცხელის, კარლო კაჭარავას, ირაკლი სუთიძისა და ეთერ ჭკადუას ნამუშევრების რეპროდუქციები, რომლებიც ტილოზე, მუყაოზე და ქაღალდზე “სეზანის” მაღალი ხარისხის, უნიკალური, 11- ფერიანი ბეჭდვის ტექნოლოგიით არის შესრულებული.
პრეზენატაცია 19:00 საათზე დაიწყება.
პერსონალური გამოფენის ნახვა შესაძლებელია – 11:00 -დან 21:00 საათამდე. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები