დორტმუნდში ქართული ხელის ჩრდილების თეატრისა და ცნობილი ებრაელი მანდოლინისტის კონცერტი გაიმართება

ვივალდისა და კანდელაკის „წელიწადის დროებს“ მსოფლიოში ცნობილი მანდოლინისტი ავი ავიტალი დორტმუნდში ერთი დღით გააერთიანებს.
როგორც „კვირას“ ხელის ჩრდილების თეატრიდან „ბუდრუგანა-გაგრა“ აცნობეს, აცნობეს, 18 მარტს დორტმუნდის საკონცერტო დარბაზში ქართული ხელის ჩრდილების თეატრისა და ცნობილი ებრაელი მანდოლინისტის ავი ავიტალის საერთო კონცერტი-წარმოდგენა გაიმართება.
საღამოზე სახელწოდებით „დროის კუნძული“ შესრულდება ვივალდის „წელიწადის დრონი“, რომელიც ჩრდილების თეატრის ხელოვნებასთან სინთეზირდება.
პროექტი დორტმუნდის საკონცერტო დარბაზის ინიციატივით ხორციელდება და მისი სხვადასხვა ქვეყანაში გამეორება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები