,,მართვეს“ ახალი სიცოცხლე” – ფოლკლორის ცენტრში ანსამბლის რეორგანიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ფოლკლორის სასახლეში (არტოს ბაღში) გაიმართა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის შემსწავლელი სკოლის – ,,მართვეს”  რეორგანიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,რუსთავს“ შეუერთდა ანსამბლი ,,მართვე“, როგორც სტრუქტურული ერთეული.
,,მართვეს“ ახალი სიცოცხლე” – გულისხმობს ანსამბლის ორგანიზაციულ ფორმირებას, ახალი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, სწავლების ხარისხის ამაღლებას, განახლებული ძალითა და ენერგიით სტუდიის საქმიანობის გაფართოებას.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ანსამბლ ,,რუსთავის“ აღმასრულებელ დირექტორად გიორგი გაბუნია წარადგინა.
ანსამბლი ,,მართვე” 40 წელია არსებობს თბილისის ფოლკლორის სასახლესთან. მას მთელ საქართველოსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იცნობენ. სამომავლოდ, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, სკოლამ უნდა შეიძინოს ახალი სახე, მოიზიდოს მომავალი თაობა, დანერგოს ახალი სასწავლო დისციპლინები – გალობისა და საკრავიერი მუსიკის სახით. დახვეწოს შემოქმედებითი პროცესი, კიდევ უფრო მეტად ხელი შეუწყოს ქართული ხალხური მუსიკის, გალობისა და მრავალხმიანობის პოპულარიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები