სოფო კილაძე: საპენსიო რეფორმა ემსახურება ჩვენი საზოგადოების ღირსეული სიბერის უზრუნველყოფას

საპენსიო რეფორმა ემსახურება ჩვენი საზოგადოების წევრების ღირსეული სიბერის უზრუნველყოფას გრძელვადიან პერსპექტივაში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო კილაძემ განაცხადა.

“სწორედ ახლა უნდა დავიწყოთ სისტემისთვის საფუძველის ჩაყრა, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ მოგვცემს რეალურ შედეგს. ამ პროგრესს კი სჭირდება შესაბამისი რეფორმის გატარება, რომელიც ერთი მხრივ, გაიზიარებს საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას, მეორე მხრივ, ადეკვატურად უპასუხებს იმ რეალობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ყველა შესაძლო საფრთხისა და რისკის გათვალისწინებით.
საქართველოს პარლამენტი აქტიურად მუშაობს საპენსიო რეფორმის პროექტზე, რომლის ავტორიც საქართველოს მთავრობაა, რათა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უფრო მეტად დაიხვეწოს. თუმცა, საერთო ჯამში, საპენსიო რეფორმა შეიძლება ცალსახად პროგრესულ, წინ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდეს, რომელიც ჩვენი საზოგადოების ცხოვრების პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
შესაბამისად რეფორმას ჩვენი მხარდაჭერა ექნება,-განაცხადა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები