გიორგი ხატიძე: საპენსიო რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის

დეპუტატ გიორგი ხატიძის განცხადებით, საპენსიო რეფორმის მთავარი ამოცანები პენსიის მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესება, საპენსიო შემოსავლის თანაფარდობის ზრდა ხელფასთან მიმართებაში და საპენსიო მოდელის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფაა.
“საპენსიო რეფორმის მთავარი ამოცანები პენსიის მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესება, საპენსიო შემოსავლის თანაფარდობის ზრდა ხელფასთან მიმართებაში და საპენსიო მოდელის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფაა. რეფორმის შინაარსი გულისხმობს განსაზღვრული შენატანების საპენსიო სქემის შექმნას. ეს ნიშნავს, რომ თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით განსაზღვრული წესით განახორციელებს შენატანებს თითოეული მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. დაგროვილი თანხის ინვესტირება განხორციელდება, რის შედეგადაც მას დაერიცხება საინვესტიციო შემოსავალი, შესაბამისად, მოცულობა წლების განმავლობაში უფრო და უფრო გაიზრდება. მიმაჩნია, რომ საპენსიო რეფორმის განხორციელება საჭიროა და ის მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის”, – აცხადებს ხატიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები