გოგა გულორდავა: საკანონმდებლო პაკეტით განსაზღვრული საპენსიო რეფორმის აუცილებლობა ეჭვგარეშეა

აპენსიო სქემის მონაწილის მიერ გამომუშავებული ხელფასის მიბმა მის მიერ სამომავლოდ მისაღები პენსიის ოდენობაზე, სამართლიან მიდგომას წარმოადგენს.
“ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო, დროული და შრომატევადი სამუშაო გასწია საქართველოს მთავრობამ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის შემუშავებისათვის.

საპენსიო სქემის მონაწილის მიერ გამომუშავებული ხელფასის მიბმა მის მიერ სამომავლოდ მისაღები პენსიის ოდენობაზე, სამართლიან მიდგომას წარმოადგენს. შემოთავაზებული რეფორმა, მონაწილეთა მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას, მათ ფინანსურ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.

დაგროვებითი პენსიის სქემა ხელს შეუწყობს შიდა ფინანსური ბაზრის განვითარებას.
საკანონმდებლო პაკეტით განსაზღვრული საპენსიო რეფორმის აუცილებლობა ეჭვგარეშეა.

პენსიის მსყიდველობითი უნარის ზრდის ან შენარჩუნებისათვის აუცილებელია პენსია ყოველწლიურად გაიზარდოს ინფლაციაზე მეტად და გადააჭარბოს საშუალო ხელფასის ზრდის ტემპს. აღნიშნული გამოწვევა კი ბიუჯეტისთვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს. ამდენად, წარმოდგენილი რეფორმა მისასალმებელია, თუმცა, მისი გამართული, უსაფრთხო და ეფექტური მოქმედებისთვის მნიშვნელოვანია არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური რისკებისა და გამოწვევების შეფასება”, – აცხადებს გულორდავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები