აღმოსავლეთ ღუტას ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

აჯანყებულების მიერ დაკავებული აღმოსავლეთ ღუტას ტერიტორიიდან, მოსახლეობის კიდევ ერთი ჯგუფის ევაკუაცია განხორციელდა, „კორიდორი“ კი სირიელი სამხედროების მიერ იყო უზრუნველყოფილი. ინფორმაციას „Foxnews”-ი ავრცელებს.
მოსახლეობის ჯგუფმა, რომელთა უმრავლესობა ბავშვებისგან და ქალბატონებისგან შედგებოდა, ქალაქი მადიარა დღეს დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მონაცემებით, აღმოსავლეთ ღუტაში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს 400 000 მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები