თსუ-ში დიმიტრი თუმანიშვილის ლექცია -„ქართული ხუროთმოძღვრება: კვლევის მეთოდოლოგია და ისტორიოგრაფია“ გაიმართება

15 მარტს, 17 საათზე,  პროფესორი დიმიტრი თუმანიშვილი წაიკითხავს ლექციას -„ქართული ხუროთმოძღვრება: კვლევის მეთოდოლოგია და ისტორიოგრაფია“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექცია გაიმართება თსუ  ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის საჯარო ლექციების ციკლის – „ხელოვნებათმცოდნეობა საქართველოში (1918-2018)“ ფარგლებში,
დიმიტრი თუმანიშვილი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა.
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 1, თსუ, I კორპუსი, აუდიტორია 214.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები