გვანცა ღვინჯილიას საჯარო ლექცია: ,,ლატავრა – მხატვრულ-შინაარსობრივი მხარის მიმოხილვა“ გაიმართება

16 მარტს, 17:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი მუსიკოლოგ გვანცა ღვინჯილიას საჯარო ლექციას უმასპინძლებს თემაზე: ,,ლატავრა – მხატვრულ-შინაარსობრივი მხარის მიმოხილვა”.
როგორც „კვირას“ თბილისის მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს, გვანცა ღვინჯილია განიხილავს, თუ რომელი მუსიკალური პლასტებით და ჟანრებით არის წარმოდგენილი პატრიოტული მოტივები ოპერაში ,,ლატავრა”.
დირიჟორი და მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი ისაუბრებს, ოპერა ,,ლატავრას” საკონცერტო შესრულების შესახებ.
მისამართი: დიმიტრი ბაქრაძის 10, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები