კულტურისა და სპორტის სამინისტროში ახალგაზრდული კინოფესტივალის – „თაობას“ ჩატარების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება

 12 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია ახალგაზრდული კინოფესტივალის „თაობას“ შესახებ.
როგორც „კვირას“ კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის წარდგენა მოხდება სამინისტროს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და კულტურის და განათლების ფონდის წარმომადგენელების მიერ.
პროექტის წარადგენენ სამინისტროს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და კულტურის და განათლების ფონდის წარმომადგენელები.
კულტურისა და განათლების ფონდის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ერთობლივი ორგანიზებით,  29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, ჩატარდება ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტი განხორციელდება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. 2019 წლიდან ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი.
ფესტივალის მოდელი მორგებულია საუკეთესო უცხოურ გამოცდილებაზე, რაც კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდების ანალიტიკური აზროვნების დონის განვითარებას, მასტერკლასების და ლექციების საშუალებით ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას და მათ უცხოურ კინოფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობას გულისხმობს.
პროექტის მიზანი ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარება და კინოხელოვნების საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენებაა.
ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-18 წლის ასაკის ახალგაზრდებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
„თაობა” 2018 წლის 29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდება (თბილისი, რუსთაველის 6).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები