200-გვერდიანი ილუსტრირებული წიგნი – „მეფე ერეკლე ინგლისურ და ირლანდიურ პრესაში“ გამოიცა

 გამოიცა წიგნი – „მეფე ერეკლე ინგლისურ და ირლანდიურ პრესაში“. ცნობები შეაგროვა, შესავალი და კომენტარები დაურთო გიორგი კალანდიამ.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, ცნობების აბსოლუტური უმეტესობა ქართველი მეცნიერებისა და საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი იყო. ეს არის ასზე მეტი ახალი ამბავი ქართველი ხელმწიფის შესახებ, რომელიც ინგლისური გაზეთების პირველ ან ძირითადი სიახლეების გვერდებზეა დაბეჭდილი.
ინგლისურ პრესას არცერთი ქართველი მონარქისადმი მსგავსი ინტერესი არ გამოუჩენია. საოცარია ინგლისელთა განსაკუთრებული და აღმატებითი დამოკიდებულება პატარა კახისადმი.
გაზეთი „London magazine or Gentleman’s monthly intelligencer“. 1755 წელი:
„მეფე ერეკლე აღმოსავლეთის ყველაზე გამოცდილი პრინცია! ასაკით 27 წლისაა. მისი გამაოგნებელი გულადობა შესანიშნავად ერწყმის მისივე ბრძენკაცულ სიმშვიდეს. უკიდეგანო გამოცდილება, უძლეველი ვაჟკაცობა, სანიმუშო ღირსება, კეთილშობილებით სავსე სამართლიანობა და უსაზღვრო სივრცე აზროვნებისა – მისმა ამ ღირსებებმა საკუთარი ხალხისა და ჯარისკაცების კერპად, მეზობლების აღფრთოვანების საგნად და მტრების შიშის ზარად“.
ხელოვნების სასახლის ეს გამოცემა მოიცავს 200 -ზე მეტ გვერდსა და 100-ზე მეტ ფერად ილუსტრაციას. წიგნის ფასი – 15 ლარი.
იყიდება ხელოვნების სასახლის მაღაზიაში. კარგარეთელის ქუჩა 6.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები