ყვარელში ჩამოშლილი კოშკი უახლოეს პერიოდში აღდგება

ქალაქ ყვარელში ჩამოშლილი კოშკის რეტავრაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უახლოეს დროში უზრუნველყოფს. ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.
„სახელმწიფო უწყების ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე, რომელთაც საფორტიფიკაციო ნაგებობაზე სათანადო ანაზომები უკვე აიღეს, არქიტექტორ- რესტავრატორები უმოკლეს დროში მოამზადებენ აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო პროექტს. ფიზიკური სამუშაოები კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მომდევნო კვირას დაიწყება და, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეშივე დასრულდება“, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები