ნინო ჩხიკვიშვილის ახალი წიგნის – „მე პაოლო ვარ“ წარდგენა გაიმართება

13 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ ნინო ჩხიკვიშვილის ახალი წიგნის – „მე პაოლო ვარ“ წარდგენას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ გამომცემლობა „არტანუჯიდან“ აცნობეს,  ნინო ჩხიკვიშვილის რომანი-მისტიფიკაცია პაოლო იაშვილის ცხოვრებისა და ტრაგიკული აღსასრულის ასახვის პირველი ცდაა, სადაც დოკუმენტური ჩანაწერები და მხატვრული გამონაგონი ერთმანეთს ორიგინალურად ავსებს.
„ყველას ესმოდეს: ჩვენ თვით დავამსხვრევთ ჩვენს თავზე მოელვარე გვირგვინებს, როდესაც ვიხილავთ, რომ პირველი ნაპერწკალი ჩვენი კოცონისა მოკვდა სამუდამოთ“, – წერდა 1916 წელს პაოლო იაშვილი „ცისფერყანწელთა“ მანიფესტში. საუბედუროდ, ეს მხოლოდ პოეტურ თქმად არ დარჩენილა: 1937 წლის 22 ივლისს პაოლომ თავი მოიკლა. მას შემდეგ ქართველი ერის ცნობიერებაში 22 ივლისი პაოლოს უკვდავების დღეა და სიმბოლოც წითელი ტერორისა.
„მე პაოლო ვარ“ – აგრძელებს ნინო ჩხიკვიშვილის ნაწარმოებების ციკლს „ცისფერყანწელთა“ შესახებ და კოლაუ ნადირაძეზე დაწერილი ბიოგრაფიული რომანის („უკანასკნელი ცისფერყანწელი“) გაგრძელებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები