ბათუმში 9 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში ქვეითად მოსიარულე 9 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევა წერეთლის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი ქუჩაზე გადადიოდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ბავშვთა ცენტრში შოკურ მდგომარეობაში გადაიყვანა.

ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები