აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით, რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები იმართება

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრები კახეთის რეგიონში, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაიმართა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და რეგიონულ სამსახურებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო ხედვა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე, ვრცლად ისაუბრა მავნებლის ბიოლოგიის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, განთავსდება მონიტორინგის სისტემები, რომელთა მეშვეობითაც, შესაძლებელი გახდება მავნებლის გავრცელების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

სურსათის ეროვნული სააგენტო ანალოგიურ საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები