ხანძარი ბათუმში – ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩნდა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. მომხდარის შესახებ დამატებით ინფორმაციას „კვირა“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები