გოგა ხაინდრავა: ეს არის სახელმწიფო მოღვაწის გაკეთებული განცხადება

„ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის განცხადება არის დროული და ძალიან სერიოზული განცხადება, რომელსაც მთელი მსოფლიო მოისმენს!”- ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან” საუბარში განაცხადა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება შეაფასა, რომელშიც მთავრობის მეთაური რუსეთის ხელისუფლებას არსებული ვითარების დასაძლევად, ერთობლივი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„ეს განცხადება აყენებს რუსეთის მთავრობას იმ ვითარებაში, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს! პრემიერის მიმართვაში ყველაფერია ნათქვამი, რისი თქმაც საჭირო იყო, ოღონდ დიპლომატიური ფორმით და არა იმ ყიყინის ფორმით, რასაც ე.წ. ქართული პოლიტიკური წუმპე არის მიჩვეული! ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე გონიერი პოლიტიკოსი, რომელიც დღეს ხელისუფლების სათავეში დგას, არის გიორგი კვირიკაშვილი! ვერ ვიტყვი, რომ მის ცხოვრებაში ამ განცხადების გაკეთება ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს არის სახელმწიფო მოღვაწის გაკეთებული განცხადება, რომელსაც გული შესტკივა საკუთარ ქვეყანაზე! უყვარს საკუთარი ქვეყანა და ალბათ, საკუთარ თავზე მეტადაც. ქვეყნის, ოჯახების, მოქალაქეების ინტერესს უფრო წინ აყენებს, ვიდრე საკუთარ კარიერას და საკუთარ მომავალს, ვიდრე იმას, რისი ატანაც ამ გონიერი ნაბიჯის გამო მოუწევს, რადგან ის შეურაცხყოფა, რომელიც გვესმის, ძალიან ძნელი ასატანია”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები