დოესის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

შიდა ქართლში დოესის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხისა და შიდა სამეურნეო ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო​ს ინფორმაციით, ფილტრაციული დანაკარგების შესამცირებლად, არხზე ეწყობა მონოლითური ბეტონი, მონტაჟდება ჩამქრობი და გამანაწილებელი ჭები.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი გახდება 275 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. აღდგენილი საირიგაციო სისტემით კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის (ზემო ხანდაკის, დოესის, თელიანისა და სოფელ ხოვლეს) მოსახლეობა ისარგებლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. პროექტი 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები