“არის რაღაც, რაც არ უნდა გამოიყენო, მიუხედავად იმისა, რომ ყიდვა შეგიძლია”

ჟურნალისტი თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აქტუალურ თემას ეხმაურება. როგორც ის ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, დიღმის ტრასაზე ნახა ბანერი წარწერით – ,,საფრთხეშია…”, რომელიც ეგონა, რომ ნაციონალურ იდეას მოიცავდა ოკუპანტის წინააღმდეგ, მაგრამ, მისივე თქმით, როგორც აღმოჩნდა, თურმე “საფრთხეშია” არა ქვეყანა, არამედ “ბადაგონი”.

ჟურნალისტის თქმით, არის რაღაც, რაც არ უნდა გამოიყენო მიუხედავად, იმისა, რომ ყიდვა შეგიძლია.

“მოკლედ, დღეს დიღმის ტრასაზე, ცის ფონზე, უზარმაზარი ბანერი ვნახე – ,,საფრთხეშია…” და ვიფიქრე, აი, როგორც იქნა, ვიღაცამ ნაციონალური იდეა აიტანა ჰაერში-მეთქი! საფრთხეშია სამშობლო, საფრთხეშია იდენტობა! საფრთხეშია….ბევრი რამ. როგორც იქნა! ვიღაცამ ქალაქში იყიდა ყველა ბანერი ერის მობილიზებისათვის ოკუპანტის წინააღმდეგ! მეტი რაღა უნდა მოხდეს საქართველოში? ოჯახი მკვდარს ვერ მარხავს – ის ტყვეობაშია!!! არა, საფრთხეშია თურმე ,,ბადაგონი”!!!

მესმის, “ღვინოშია ჭეშმარიტება”, მაგრამ ეს ის არაა. პირველი, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა მსგავსი მხოლოდ მაშინ, თუ ეს ბიზნესია!!!

ჩემთვის “ბადაგონი” აქ მორჩა. არის რაღაც, რაც არ უნდა გამოიყენო, მიუხედავად იმისა, რომ ყიდვა შეგიძლია. ეს არის სუსტი პიარი, უჭკუობა და მარცხის გარანტი! რატომ? იმიტომ, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ხალხის ყურადღების მიქცევა ქალაქის ყველა ბანერით – ,,საფრთხეშია ღირებულებები”! დიახ დღეს ყველაფერი პოლიტიკაა – ხელოვნებაც, სპორტიც და ბიზნესიც!! ესაა ჰიბრიდული ომიც!!! ფული! ფული ხელის ჭუჭყი მაშინ ხდება, როდესაც მხოლოდ ფულს ხედავ ფულით! “In vino veritas!”

პ.ს რა უბადრუკია ამის ფონზე ვარსკვლავური მხარდაჭერა ვიდეორგოლებით ,,ბადაგონი საფრთხეშია”.ფუი! ბადაგონი კი არა, ერის არსებობაა საფრთხეში! უბრალოდ, დაეშვით მიწაზე, სანამ ცაში და ვარსკვლავებთან მიხვალთ”,- წერს თამარ ბელქანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები