ძლიერი ქარის შედეგად, თბილისში 4 მოქალაქე დაშავდა

თბილისში, ძლიერი ქარის შედეგად, 4 მოქალაქე დაშავდა.

როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, თბილისის სხვადასხვა უბანში ექიმთა ბრიგადის დახმარება 4 მოქალაქეს დასჭირდა. მათივე ინფორმაციით, ოთხივე მათგანს სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა პროფილაქტიკის მიზნით, ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს. ამ დროისათვის, მათი უმრავლესობა უკვე სახლში გაეწერა.

ნაძალადევის რაიონში, მამაკაცმა, რომელიც სატვირთო მანქანის საბარგულზე ავიდა და ტვირთს ასწორებდა, ქარს ვერ გაუძლო და ასფალტზე დაეცა, რის შედეგადაც მხრის მსუბუქი დაზიანება მიიღო. იგი პროფილაქტიკის მიზნით, თბილისის ე.წ. მე-8 საავადმყოფოში მოათავსეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები