იან კელი ტატუნაშვილზე: არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, ცხედარი არ დაუბრუნონ მშობლებს

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე კომენტირებისას, განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, ცხედარი გააჩერონ და არ დაუბრუნონ მშობლებს. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ს კონტაქტი აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა დაუყოვნებლივ გადაიჭრას აღნიშნული პრობლემა.

„ჩვენ არ ვაღიარებთ ახალ საზღვრებს და არ ვაღიარებთ საქართველოს ორ რეგიონს დამოუკიდებლად, ჩვენ ვუწოდეთ რუსეთს ოკუპანტი და შესაბამისად, როდესაც ხარ ოკუპანტი, შენი წილი პასუხისმგებლობა გაკისრია. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, ცხედარი გააჩერონ და არ დაუბრუნონ მშობლებს. ჩვენ საქართველოს მთავრობას მხარს ვუჭერთ მის ყველა ძალისხმევაში, გადაჭრას ეს საკითხი. უკვე შედგა საუბარი სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, სადაც ხაზი გაესვა საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას “, – განაცხადა კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები