პრეზიდენტის მხარდაჭერით, ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტში, ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა და მადლობა გადაუხადა აკადემიური წრეების წარმომადგენლებს იმ ინტერესისთვის, რომელსაც მრავალი წელია ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლის მიმართ ავლენენ.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილისა და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება.

პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარი მიზანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარებაა, რადგან ქართველმა ხალხმა თავისი გეოპოლიტიკური არჩევანი საუკუნეების წინ გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები