„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდება 173 აბონენტს გლდანში, ზაქარია მაისურაძისა და გულისაშვილის ქუჩებზე, ავჭალის მასივში, სოფელ გლდანში და თიანეთის გზატკეცილზე.

12 მარტს, 12:00-დან 14:00 საათამდე, – 1098 აბონენტს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მუხრანში, ვარდისუბანში, ქსოვრისსა და ბურიანში.

 

11:30-დან 18:00 საათამდე, – 660 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ბაზალეთში, ჩირდილელიანში, გრიგოლაანში, ჩუგუნიაანსა და მიმდებარე სოფლებში.

 

11:30-დან 18:00 საათამდე, – 843 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭოპორტში, დავათში, ნოკორნში, წითურებში, ქერიაანთკარსა და მიმდებარე სოფლებში.

 

12:00-დან 13:00 საათამდე, – 387 აბონენტს ზაჰესში – ავჭალის, ჭიჭინაძის, ცოტნე მირცხულავას და მიმდებარე ქუჩებზე, მუხათგვერდსა და წიწამურში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები