დღის განმავლობაში, ქარის სიძლიერე შესუსტდება და გამოიდარებს

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს ქარის სიძლიერე შესუსტდება და დღის განმავლობაში, გამოიდარებს.
მათივე ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
„10 მარტის დილამდე, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და თბილისში კი დროგამოშვებით, ძალიან ძლიერი ქარი.
დღისით შედარებით გამოიდარებს, ქარის სიძლიერეც შესუსტდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები