საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაზიანებების შესახებ მონაცემებს ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დღეს ძლიერი ქარის შედეგად არსებული დაზიანებების შესახებ მონაცემებს ავრცელებს. უწყების ცნობით, 16:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით სტიქიის შედეგად თბილისში დაზიანდა, 54 საცხოვრებელი სახლი; 68 -ხე; 7 – გარე განათების ბოძი ; 43 -ელექტრო სადენი; 6 – ავტომანქანა; 5 – გაზის ცენტრალური მილი; 6- სარეკლამო ბანერი;

შიდა ქართლში დაზიანდა 3 საცხოვრებელი სახლის სახურავი; აჭარაში – 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი; იმერეთი – სამტრედიის სოფ. საჯავახოში წვიმის შედეგად ჩამოშლილია მიწა, დაზიანებულია ხეები და ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი; სამეგრელო-ზემო/სვანეთი- მესტიის სოფ. ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ჩაიხერგა გზა; მარტვილში ადიდდა მდინარე ტეხურა, რის გამოც დატბორილია მიმდებარე ტერიტორია; მცხეთა-მთიანეთი – მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად დატბორილია მიმდებარე ტერიტორია, დაზიანებულია 1 საცხოვრებელი სახლი.

სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზიანის შესახებ ინფორმაციას 24 საათში გააახლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები