ბაღდათის ყოფილი გამგებელი მასზე თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა

ბაღდათის რაიონის ყოფილ გამგებელს, ნიკოლოზ ჟვანიას, საირმის გზაზე ხუთი ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა. მისი მდგომარეობა მძიმეა და დაზარალებული საავადმყოფოში იმყოფება.

ქრონიკასთან საუბარში, ნიკოლოზ ჟვანია ამ ინციდენტს ბიზნეს-დავას უკავშირებს და ხელს ყოფილ მაჟორიტარს, თემურ კოხოიძეს ადებს, თუმცა კოხოიძე მომხდართან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

საქმეზე პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები