ქუთაისში ავარიის შედეგად დაშავებული ხუთი ბავშვიდან ორის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში დღეს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. ამ დროისთვის ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში 11 ადამიანია მოთავსებული, აქედან ხუთი ბავშვია. ორი მათგანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან, სამის კი – სტაბილურია.

დანარჩენი ექვსი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია, მათ შორის ერთი ფეხმძიმეა.

წყალწითელას მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა. შეჯახების შედეგად ერთი ადამიანია გარდაცვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები