გია გაბრიჭიძე: პრემიერ-მინისტრის განცხადება არის ძალიან დროული და უზუსტესი გზავნილი

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: “პრემიერ-მინისტრის განცხადება არის ძალიან დროული და უზუსტესი გზავნილი, მაგრამ ამაზე აქ არ ვილაპარაკებ. უბრალოდ, მინდა დავამატო, რომ ამ განცხადებით მოხდა ე.წ. “ქართული პოლიტიკური სპექტრის” სრული ლუსტრაცია.

მათ, ვინც გააკრიტიკა პრემიერის ეს ნაბიჯი, ნათლად გვაჩვენეს, თუ როგორი მომავალი სურთ ჩვენი სამშობლოსთვის (დარწმუნებული ვარ, რომ მათ ნამდვილად არ იციან, თუ რას ნიშნავს სიტყვა “სამშობლო”), რა სურთ ჩვენი შვილებისთვის და აჩვენეს, თუ როგორ იყენებენ ნებისმიერ ადამიანურ ტრაგედიას საკუთარი მიზნებისთვის.

აჩვენეს, რომ ისინი ის ხალხია, ვინც მზად არის გაგყიდოს, გიღალატოს, ზურგში გესროლოს, ოღონდ თავისი ავადმყოფური აზროვნების ნაყოფი მოიმკას”, – წერს გაბრიჭიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები